ნინოწმინდის საბავშვო ბიბლიოთეკაში ქართული ენის დღე აღნიშნეს / ფოტო-ვიდეო

ნინოწმინდის საბავშვო ბიბლიოთეკაში ქართული ენის დღე აღნიშნეს / ფოტო-ვიდეო

ნინოწმინდის საბავშვო ბიბლიოთეკაში ქართული ენის დღე აღნიშნეს.

დღეს, 15 აპრილს, ნინომწინდის #2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს.

ბავშვებმა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარეს, რომელიც ორგანიზებული იყო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის მხარდაჭერით.

მე-4 კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს საქართველოს სახელმწიფო პიმნი, საქართველოსა და ქართულ ენას მიუძღვნეს ლექსები და სიმღერები, ასევე ქართული ცეკვა – “აჭარული”.

მე-4 კლასის დამრიგებელი გახლავთ სონია შაინიანი, ხოლო ქართული ენის მასწავლებელი, – ლია ტონოიანი.

მასწავლებლები მხარს უჭერდნენ მოსწავლეებს და აკვირდნებოდნენ მათ გამოსვლებს.

მეტი ჩვენს ინტერვიუში ბიბლიოთეკარ სირანუშ ნორსოიანთან და მე-4 “ა” კლასის მოსწავლე მარგარიტა ნანაიანთან:

ღონისძიების დასრულებისას, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის უფროსი ლევონ ვარდანიანი გამოვიდა სიტყვით და მოუყვა ბავშვებს როგორ და რატომ გამოცხადდა 14 აპრილი დედაენის დღედ. შემდეგ კი კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურმა მონაწილეებს გადასცა სამახსოვრო საჩუქრები.