დღეს, 16 აპრილს, 16:00 საათზე ქალაქ ნინოწმინდაში გაზი გაითიშება. ამის შესახებ ინფორმაციას გაზგამანაწილებელი კომპანია SJGC SMS-ით ავრცელებს.
SJGC-ის დირექტორ, ვრეჟ ბერიკიანის თქმით, ქალაქში “კრანი” გაფუჭდა (შემთხვევის ადგილმდებარეობა არ არის მითითებული), ხოლო თუ შეკეთებამდე გაზის დეფიციტი იქნება, ქალაქში გაზის მიწოდება შეიძლება შეწყდეს მოკლე დროით და პრობლემის გადაჭრისთანავე აღდგება.