რუსული კანონის განხილვა ხვალიდან, 17 აპრილიდან განახლდება. დღევანდელი სხდომა დასრულებულია. საკანონმდებლო ორგანომ პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის პირველი მოსმენით განხილვა დღეს დაიწყო.
სავარაუდოდ ხვალ გაიმართება კანონპროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაც:
“11:45 საათზე იქნება ბიუროს სხდომაზე, 12 საათზე განვაახლებთ პოლიტიკურ გამოსვლებს, სხდომა დახურულია” – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
განხილვა მთელი დღის განმავლობაში მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიცია კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვს.