2022 წლის აგვისტოს თვეში, ქალაქ ნინოწმინდაში, აიოს-ქართლოსის პარკის მასშტაბური პროგრამა განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც დაირგო ნაძვის ხეები და დეკორატიული ბუჩქები. თუმცა სამუშაოების დასრულებიდან ორი წლის შემდეგ ხეებმა და ბუჩქებმა გახმობა დაიწყო.
რადიო Nor-ის ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ ეს საკითხი და გაეგოთ, თუ რა ზომებს მიიღებდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით და ეცადნენ კომპანია ,,შპს საბა კონსტრაქშენს” დაკავშირებოდნენ, რომელმაც პარკში კეთილმოწყობის სამუშაო ჩაატარა. თუმცა კომპანიის წარმომადგენლებთან დაკავშირების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ოფიციალურ facebook-გვერდზე მითითებული საკონტაქტო ნომერი არ მუშაობს. მას შემდეგ რაც კომპანიისგან პასუხი ვერ მიიღეს, ჟურნალისტებმა ნინოწმინდის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს მიმართეს, თუმცა მათ არ მისცეს ინფორმაციაზე წვდომა და ასევე უარი უთხრეს მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. აღსანიშნავია, რომ ქალაქ ნინოწმინდის ცენტრალური პარკის აღდგენის სამუშაოები 2022 წელს განხორციელდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს სამშენებლო კომპანია ,,საბა კონტრაქშენი”. ეს პროგრამა რეგიონული განვითარების ფონდის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში ქალაქ ნინოწმინდაში რეკონსტრუქტირდება, აიოს ქართლოსის პარკი, ცენტრალური პარკი და კულტურის ცენტრის ეზო.