ფოტო რადიო NOR-ის არქივიდან
ნინოწმინდაში რამდენიმე დღეა მოსახლეობას მღვრიე წყალი მიეწოდება.
ქალაქ ნინოწმინდაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ბოლო რამდენიმე დღეა მოსახლეობას მღვრიე წყალი მიეწოდება. ნინოწმინდის მოქალაქეების ინფორმაციით, ზოგან 3 დღეა, ზოგან კი 2 კვირაზე მეტია რაც წყალი მღვირეა. წყლის “მოყვითლო” ფერი აღინიშნება თავისუფლების, ტერიანისა და გაის ქუჩებზე.
მღვრიე წყლის მიწოდების გამო, მოქალაქეები იძულებულნი არიან ისეთი წყაროდან მოიტანონ სახლში წყალი, სადაც ის სუფთაა, – ან იყიდონ მაღაზიებში. “5 ლიტრიანი ვედროთი მომაქვს სპანდარიანის ქუჩიდან”, – ამბობს თავისუფლების ქუჩაზე მცხოვრები აზა ბაბაიანი.
მეტი ჩვენს აუდიოჩანაწერში:
ამ საკითხის თობაზე ჩვენ მივმართეთ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ნინოწმინდის ფილიალს. კომპანიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეზერვუარების რეაბილიტაცია, რის გამოც შესაძლოა წყალი მღვრიე იყოს. კომპანია ახსენებს, რომ საერთოდ ვერ გაუთიშავდნენ წყალს და ვერ დატოვებდნენ მოსახლეობას წყლის გარეშე. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ წყალი რეგულარულ ლაბორატორიულ შემოწმებას ექვემდებარება და არანაირ საფრთხეს არ მოიცავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.