სამცხე–ჯავახეთის სამივე დეპუტატმა ‘რუსულ კანონს’ მხარი დაუჭირა

სამცხე–ჯავახეთის სამივე დეპუტატმა ‘რუსულ კანონს’ მხარი დაუჭირა

დღეს, 17 აპრილს პარლამენტში ე.წ აგენტების კანონპროექტს, პირველ მოსმენაზე მხარი სამცხე–ჯავახეთის სამივე დეპუტატმა დაუჭირა, ესენია: ანტონ ობოლაშვილი, სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი. “ინფორმაციას “სმხრეთის კარიბჭე ავრცელებს”. 

კანონპროექტს მხარი ჯამში 83–მა დეპუტატმა დაუჭირა, მათგან 73 – “ქართული ოცნებიდან” არის, 9 –”ხალხის ძალადან”, 1 კი “ევროპელი სოციალისტებიდან”.

კენჭისყრამდე, პროტესტის გამოხატვის გამო, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დარბაზი დაატოვებინა  ოთხ ოპოზიციონერ დეპუტატს: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას და „ლელო“-ს წევრს ანა ნაცვლიშვილს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი იქამდე არ დაიშლებიან, ვიდრე “ქართული ოცნება” კანონპროექტს უკან არ გაიწვევს.

“რუსული კანონის” განხილვას სავარაუდოდ ხუთი კვირა დასჭირდება.