ნინოწმინდაში მრავალსართულიანი შენობების ფასადების რემონტი აღდგა.
ქალაქ ნინოწმინდაში მრავალსართულიენი შენობების ფასადების რეაბილიტაციის სამუშოები აღდგა და ამჟამად თავისუფლების ქუჩაზე მდებარე შენობაზე ხორციელდება სარემონტო სამუშაოები.
აღსანიშნავია, რომ დაუსრულებელია შენობები თავისუფლების ქუჩაზე და ჰოვსეფიანის ქუჩაზე. შენობების რეაბილიტაციის დეტალებზე ვესაუბრეთ კომპანია “იქს 2”-ის დირექტორ, გიორგი ხოზრევანიძეს. მისი თქმით, სამუშაოების დასამთავრებლად კომპანიას 2 თვე აქვს და სამუშაოების დაახლოებით 70%-მდე უკვე შესრულებულია.
დაწვრილებით ჩვენს აუდიოჩანაწერში:
აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ამინდის პირობების გაუარესების გამო, სარემონტო სამუშაოები შეჩერდა 2023 წლის ნოემბერში, მიუხედავად იმისა, რომ, ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები 2024 წლის 24 იანვარს უნდა დასრულებულიყო. ამ სამუშაოებისთვის 680 000 ლარი გამოიყო.
ჰოვსეფიანის 18
თავისუფლების 7