ნინოწმინდის მერის ჰომოფობიური პოსტი ფეისბუკზე

ნინოწმინდის მერის ჰომოფობიური პოსტი ფეისბუკზე

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა, ანივარდ მოსოიანმა ფეისბუკის გვერდზე ჰომოფობიური პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც მოგვიანებით წაშალა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

ცნობისთვის, “რუსული კანონის” ხელახალი ინიცირების შემდეგ, “ქართული ოცნება” აიძულებს საჯარო მოხელეებს, სსიპ–ებსა და ააიპ–ებში დასაქმებულ მოქალაქეებს, სოციალურ ქსელებში ორგანიზებულად აზიარონ  მმართველი გუნდის მიერ შექმნილი, ანტიდასავლური გზავნილებით სავსე პროპაგანდისტული ვიზუალები. მსგავსი ვითარებაა საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის სამცხე–ჯავახეთში.

ფეისბუკმა ცრუ ინფორმაციად მონიშნა ფეისბუკ პოსტები, რომლებსაც პარლამენტსა და საკრებულოებში „ქართული ოცნების“ დეპუტატები, ასევე მერები და საჯარო სამსახურებში დასაქმებული სხვა პირები აზიარებდნენ.