ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლებმა შაბათობა ჩაატარეს / ვიდეო

ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლებმა შაბათობა ჩაატარეს / ვიდეო

დღეს, 18 აპრილს ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლების ორგანიზებით გაიმართა დასუფთავების აქცია „შაბათობა“.  აქციაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ყველა თანამშრომელი. აქცია ჩატარდა მოსახლეობისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით.

რადიო NOR-ს ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომელი სირანუშ ესოიანი გაესაუბრა. საუბრისას მან აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლები ყოველწელს ატარებენ დასუფთავების აქციას და ეს კვირაც ამ აქციას დაეთმო.

ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში: