კანონებს, რომლითაც კვოტირება უქმდება, პრეზიდენტმა ვეტო დაადო

კანონებს, რომლითაც კვოტირება უქმდება, პრეზიდენტმა ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, რომელიც ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს. ინგორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს. 

პრეზიდენტის თქმით, იგი ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს ევროპულ გზასთან.

„გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, რადგან გენდერული კვოტების საკითხი ევროკომისიის მიერ დაწესებული 12- პუნქტიანი გეგმის მე-9 პუნქტის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც ევროკომისიამ შესრულებულად ჩათვალა“ ,— აცხადებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.