“ქაღალდის ოცნება” რეალობად იქცა: ფარავანში საბავშო მოედანი შენდება

“ქაღალდის ოცნება” რეალობად იქცა: ფარავანში საბავშო მოედანი შენდება

ფოტოს წყარო: რადიო NOR-ის მოხალისე სოფელ ფარავნიდან

სოფელ ფარავანში საბავშვო მოედნის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბევრ სოფლებში ბავშვს აქვთ სათამაშო მოედანი და ეს ოცნება ფარავნელ ბავშვებსაც აუსრულდათ. 21 აპრილს სოფელ, ფარავანში საბავშვო მოედნის მშენებლობა დაიწყო.

სოფელ როდიონოვკის (ფარავანი)  საბავშვო ბაღისთვის სათამაშო აღჭურვილობის შეძენა-მონტაჟზე სამუშაოებისთვის მერიის ბიუჯეტიდან (2023 წლის სასხრები) 15 000 ლარი გამოიყო. ტენდერში გამარჯვებული, ინდივიდუალური მეწარმე ზოია ამაზარიანი 14 500 ლარის შეთავაზებით გახდა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, იგი ვალდებულია შეიძინოს და დაამონტაჟოს საბავშვო ატრაქციონები ხელშეკრულების დადების დღიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში. ამჟამად, მერიასა და ინდივიდუალურ მეწარმე ზოია ამაზარიანს შორის ხელშეკრულება მზადაა და სამშენებლო სამუშაოები 21 აპრილიდან მიმდინარეობს.

ვრცლად აუდიოჩანაწერში  სოფელ ფარავნის ახალგაზრდული ცენტრის უფროს, მანუშაკ მკრტიჩიანთან:

ვიდეო მომზადებულია რადიო Nor-ის მოხალისე , შუშან მკრტჩიანის მიერ.