“რუსულ კანონს” უარყოფითი გავლენა აქვს მასწავლებლებზე / მოსაზრება

“რუსულ კანონს” უარყოფითი გავლენა აქვს მასწავლებლებზე / მოსაზრება

ფოტო რადიო NOR-ის არქივიდან:

რუსული კანონის  პირველი მოსმენით მიღებამ ძალიან დიდი გამოხმაურება განმოიწვია საქართველოში. სხვადასხვა ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და უბრალო მოსახლეობა აპროტესტებენ ამ კანონპროეტს და მთელი ძალებით მოუწოდებენ მთავრობას უარი თქვას მის საბოლოო მიღებაზე.

როგორც ვიცით, “რუსული კანონის” მეშვეობით, სახელმწიფო ცდილობს დაარეგულიროს მედია და NGO (არასამთავრობო ორგანიზაციები) გამჭირვალობა, შემოსული თანხები და ა.შ. ამას გარკვეულწილად აქვს გავლენა ასევე მასწავლებლებზე, რადგან საქართველოს მასშტაბით ბევრი მასწავლებელი ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებში და ახორციელებენ საგანმანათლებლო ღონისძიებებს მოსწავლეებისთვის.

რადიო NOR-ი ეცადა გაერკვია, თუ რა საფრთხის შემცვლელია “რუსული კანონი” მასწავლებლებისთვის და რა უარყოფით გავლენას ახდენს ის მათზე, იმისდამიხედვით, რომ მასწავლებლები ასევე არიან აქტიურად ჩართულნი სახვადასხვა პროექტში, რომელიც ფინანსდება დასავლეთიდან.

ჩვენ დავუკავშირდით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარავანში მცხოვრებ მასწავლებელ, მანუშაკ მკრტჩიანს, რომელიც აქტიურად ჩართულია არასამთავრობო პროექტებში და ცდილობს აიმაღლოს სოფლად მცხოვრები ბავშვების განათლების დონე.

“ძალიან ბევრ პროექტში ვარ ჩართული, რომელიც სოფლის ბავშვებს და მათ განვითარებას ეხება. თუ რუსულ კანონს მიიღებენ, ჩემი პროექტები დაუსრულებელი დარჩება, რაც სოფლად მცხოვრებ ბავშვებზე იმოქმედებს.”

ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე თავისი აზრი დააფიქსირა “ქართლი.ჯი-ს” რედაქტორ, საბა წიწიკაშვილმა. მისი თქმით, რუსული კანონის მიღებისას მასწავლებლებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არასამთავრობო პროექტებში. სკოლა დაკარგავს რესურსებს იმისათვის, რომ განახორციელოს სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ღონისძიები და, შესაბამისად, ამას გავლენა ექნება განათლების დონეზე.

აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდის მოსახლეობა ნაკლებადაა ინფორმირებული “რუსულ კანონზე” და ზედაპირული წარმოდგენა აქვს მის გავლენაზე საქართველოზე. რადიო NOR-ს უკვე აქვს ჩატარებული შესაბამისი გამოკითხვა ქალაქ ნინოწმინდაში, რომლის შედეგადაც გამოვლინდა უფროსი თაობის ნაკლები ინფორმირებულობა, ხოლო ახალგაზრდები ინფორმირებულნი არიან და ხედავენ საფრთხეს. გამოკითხვას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგი ლინკით: