სოფელ გორელოვკის მე-3 საჯარო სკოლაში  კონკურსი “დედამიწის დღე” ჩატარდა. ვინ გაიმარჯვა?

სოფელ გორელოვკის მე-3 საჯარო სკოლაში  კონკურსი “დედამიწის დღე” ჩატარდა. ვინ გაიმარჯვა?

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის მე-3 საჯარო სკოლაში  კონკურსი “დედამიწის დღე” ჩატარდა.

23 აპრილს სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის  სოფელ ორლოვკის და გორელოვკის გეოგრაფიის მასწავლებელ, ელენე ლოლაძის ინიციატივით გორელოვკის მე-3 საჯარო სკოლაში  ჩატარდა კონკურსი “დედამიწის დღე”.

კონკურსში მონაწილეობდნენ სოფელ, ორლოვკის ,  გორელოვკის და სამების საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. ძირითადი თემა იყო გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილებები და ეკოლოგია.

ელენე ლოლაძეს თქმით, კონკურსში მონაწილეობამ მოსწავლეებში აამაღლა გარემოსდაცვითი წიგნიერება და მოტივაცია, განამტკიცა იმის გრძნობა, რომ არ დააბინძურონ გარემო და გაუფრთხილდნენ ჩვენს პლანეტას. კონკურსის მიზანი იყო ეკოლოგიური და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.

კონკურსში გამარჯვებული ორლოვკის საჯარო სკოლა გახდა. გამარჯვებულებს და მონაწილეებს სიგელეები გადაეცათ.

ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში გორელოვკის და ორლოვკის, გეოგრაფიის მასწავლებელ, ელენე ლოლაძესთან:

Radio NOR · სოფელ გორელოვკის მე-3 საჯარო სკოლაში კონკურსი “დედამიწის დღე” ჩატარდა.