სოფელ ფარავანში სომეხი ერის გენოციდისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სოფელ ფარავანში სომეხი ერის გენოციდისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

2024 წლის  24-აპრილს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფარავანში (როდიონოვკაში) სომეხი ერის გენოციდისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

24 აპრილს აპრილს სოფელ ფარავანში მოსწავლეებმა დღევანდელი დღე გენოციდში დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნეს. აღნიშნეს რომ, ისინი ვალდებულები არიან მათ ხსოვნას პატივი მიაგონ და თვიანთ შვილებს მოუყვნენ ამ დღის შესახებ თუ რა სისასტიკით მოეპყრო მათ ოსმალეთის იმპერია 1915 წელს. ბავშვებმა სოფლის ეკლესიაში სანთლები დაანთეს და გენოციდის დროს დაღუპულებს პატივი მიაგეს

Radio NOR · სოფელ ფარავანში (როდიონოვკაში) სომეხი ერის გენოციდისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ 1915 წლის 24 აპრილი ცნობილია როგორც  სომეხი ერის გენოციდი. სომხების სისტემატური განადგურება ოსმალეთის იმპერიაში პირველი მსოფლიო ომის დროს მოხდა. სომეხთა გენოციდი მოიცავდა საზარელ აქტებს, როგორიცაა ხოცვა-ჟლეტა, მასობრივი დეპორტაცია, შიმშილი და იძულებითი მოქცევა ისლამზე.  იგი მოიცავდა ასევე დაპატიმრებებს, გაძევებას, შიმშილს, ძალადობრივი სიკვდილის გზებს და მასობრივ სიკვდილით დასჯას. ბევრი სომეხი იძულებული გახდა საკონცენტრაციო ბანაკებში საშინელ პირობებში ეცხოვრა   მილიონობით სომეხი მოკლეს ან აიძულეს დაეტოვებინათ თავიანთი სახლები. გენოციდის დროს  მილიონობით სომეხი   დაიღუპა.ისტორიის ეს საშინელი ეპიზოდი აღიარებულია მრავალი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გენოციდად.