1 500 000 მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს: სომხების გენოციდიდან 109 წელი გავიდა. ფოტო/ვიდეო

1 500 000 მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს: სომხების გენოციდიდან 109 წელი გავიდა. ფოტო/ვიდეო

ნინოწმინდაში სომეხთა გენოციდის ხსოვნას პატივი მიაგეს.

24 აპრილი ყველა სომეხისთვის გლოვის დღეა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, მერიის, საკრებულოს, ჯანდაცვის, მუნიციპალიტეტის სკოლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომლები ქალაქ ნინოწმინდაში სომხების გენოცდის ძეგლთან 1915 წლის 24 არილის, 1 500 000 მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მოსახლეობა ჯერ ნინოწმინდის ეკლესიაში ლიტურგიას დაესწრო, შედეგ კი მსხვერპლთა ძეგლთან ხსოვნას პატივი მიაგო.

ღონისძიება ჩატარდა ნინოწმინდის კულტურის სახლშიც, სადაც ახალგაზრდებმა სომხური ხალხური ცეკვებით, სიმღერებით; გენოციდს მიძღვნილი ლექსებითა და რეალურ ისტორიაზე დაფუძნებულ, დადგმული სცენით, მაყურებელს კიდევ ერთხელ შეახსენეს ხსოვნის მნიშვნელობა და სომეხი ხალხის ტკივილი. თითო დამსწრეს თვალებზე ეტყობოდა ცრემლი და შინაგანი გლოვი.



მოკლედ სომეხთა გენოციდის შესახებ

სომხების გენოციდი — ოსმალეთის იმპერიის მმართველთა მიერ დაგეგმილი და განხორციელებული, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული 1915-1918 წლებში, რომელიც მოყვა სომეხთა აჯანყებებს. გენოციდის დასაწყისად ითვლება 1915 წლის 24 აპრილი, როდესაც ოსმალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა აჯანყებისათვის დაესაჯა ეთნიკური სომხები, რომლებიც განუდგნენ მათ სახელმწიფოს და კონსტანტინოპოლში 250-მდე სომეხი ინტელექტუალი და სომხური დიასპორის მეთაური დააპატიმრა. გენოციდი განხორციელდა პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას და მისი დასრულების შემდეგ და ორ ძირითად ეტაპს მოიცავს: შრომისუნარიან მამაკაცთა მკვლელობა და ქალების, ბავშვების, მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დეპორტაცია და სიკვდილი. დეპორტაციისას სომხები მოკლებულნი იყვნენ საჭმელსა და წყალს, პერიოდულად ადგილი ჰქონდა ძარცვას, გაუპატიურებასა და მკვლელობას. დაღუპულთა რიცხვი მერყეობს 1-დან 1,5 მილიონამდე.