როდის დასრულდება სასწავლო წელი სკოლებსა და ბაღებში

როდის დასრულდება სასწავლო წელი სკოლებსა და ბაღებში

სასწავლო წელი სკოლებში ოფიციალურად 15 ივნისს მთავრდება. თუმცა, მე-12 კლასი 20 მაისს, პირველი კლასი კი – 27 მაისს დაასრულებს სწავლას.

თუ აღნიშნული თარიღები უქმე დღეს დაემთხვევა, მაშინ სწავლა წინა სამუშაო დღეს დასრულდება. 2024 წელს 15 ივნისი შაბათ დღეს ემთხვევა, შესაბამისად სასწავლო წელი 14 ივნისს დასრულდება.

საბავშვო ბაღებში ოფიციალურად სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 30 ივნისს მთავრდება. თუმცა, რაკი წელს 30 ივნისი კვირა დღეს ემთხვევა, პროცესი 28 ივნისს დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ წელს თბილისსა და რეგიონებში საზაფხულო ბაღები კვლავ გაიხსნება, დეტალური ინფორმაცია ბაღების ჩამონათვალისა და რეგისტრაციის შესახებ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

იქამდე, სააღდგომოდ სკოლები და ბაღები რამდენიმე დღის განმავლობაში დაისვენებენ.

მართლმადიდებლური ეკლესია წელს აღდგომას 5 მაისს აღნიშნავს. სააღდგომო დღეებში დასვენებაა: წითელი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. შესაბამისად, როგორც სკოლები, ასევე ბაღები და საჯარო უწყებები 3 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

სასწავლო წლის დასრულებამდე უქმე დღეებია:

9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე
12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

TV9