სამება-ჟდანოვის გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
სამება-ჟდანოვის გზა ერთი-ერთი გზაა, სადაც დღემდე არ არის ასფალტი. მოსახალეობას და, განსაკუთრებით, მძროლებს, ეს გზა დისკომფორტს უქმნის და მანქანების მალე გაფუჭებას იწვევს. გარდა ამისა, განადგურებული გზა ხელს უშლის სოფლის თემის ცენტრთან და ქალაქ ნინოწმინდასთან სრულყოფილი კავშირის ჩამოყალიბებას.
სამების გზა, ფოტო რადიო NOR-ის არქივიდან
დღეისთვის, სამება-ჟდანოვის გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ტენდერი (NAT230027429) 2023 წლის 29 თებერვალს გამოცხადდა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ჯავახავტოგზაა”, რომელმაც გამოცხადებული 3 146 298 ლარიდან, 3 060 000 ლარის შემოთავაზებით მოიგო. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა (3 146 298 ლარი) გამოყოფილია 2 გზის რეაბილიტაციისთვის: – სამება-ჟდანოვის გზის (2 306 298 ლარი) და სოფელ სათხის შიდა გზის (840 000 ლარი) მოასფალტებისთვის. ინფორმაცია აღებულია სახელმწიფო შესხიდვების სააგენტის საინტიდან.
სამება-ჟდანოვის გზა
სოფელ ჟდანოვის სპეციალისტ, ჰოვსეფ ანტანოსიანის თქმით, სამუშაოები დაახლოებით 2 თვემდე გაგრძელდება, – სოფელში მოსაწყობია სანიაღვრე არხები და ხიდები. აღნიშნულ სამუშაოებსაც “ჯავახავტოგზა” ახორციელებს. გზა დაიგება სოფელ ჟდანოვიდან სოფელ სამების ბოლო სახლამდე.
დაწვრილებით სპეციალიტს ჰოვსეფ ანტანოსიანთან:
დავამატოთ, რომ თანხა, სამება-ჟდანოვისა და სათხის შიდა გზიდის მოასფალტებისთვის გამოყოფილია 2024 წლის სასხრებიდან. 95% სახელმწიფო ბიუჯეტიდანაა დაფინანსებული, ხოლო 5% – ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
რადიო NOR-ი დააკვირდება სამუშაოების მსვლელობას და დამატებით ინფორმაციას ახალ მასალებში გაგაცნობთ.