ნინოწმინდის საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს

ნინოწმინდის საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს

ნინოწმინდის საავადმყოს ახალი დირექტორი ჰყავს.

ნინოწმინდის კლინიკის ახალი დირექტორი, კახა ბერიძე წარმოშობით ასპინძიდან არის. დაიბადა ქალაქ ასპინძაში 1971 წელს და აქვე იზრდებოდა. 1988 წელს დაამთავრა ასპინძის საშუალო სკოლა, 1989 წელს “თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტში” ჩაირიცხა, რომელიც 1996 წელს დაამთავრა. უნივერსტიტეტის დამთავრების შემდეგ,  ჯანდაცვის სფეროში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე. იყო სამცხე-ჯავახეთის სოციალური დაზღვევის ერთიანი ფონდის ხელმძღვანელი. მუშაობდა ასევე სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ და ახალციხის რაიონულ სამსახურებში. 2008-წლიდან 2012-წლამდე სადაზღვეო კომპანია (იმედიელში). 2012 წლიდან გადავიდა თბილისში კიბოს კვლევის ცენტრში  (აბელოფის) კლინიკაში . ნინოწმინდაში გადმოსვლამდე ბათუმის სამედიცინო ცენტრში მუშაობა და ასევე  ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელიც იყო. მერე აბასთუმანში გაიხსნა პატარა ამბულატორია. “ვიფიქრე სახლში დავბრუნდები”, – ამბობს ბატონი კახა.

კლინიკის ახალი დირექტორი, კახა ბერიძე,  ახალი კადრების მოზიდვას აპირებს, “თუმცა, ახალი კადრები არ ნიშნავს იმას, რომ ძველი კადრები სამსახურის გარეშე დარჩებიან “, – ამბობს ნინოწმინდის კლინიკის ახალი დირექტორი.

მისივე თქმით: “ეს ჩემი დიდი წუხილია” მოსახლეობას სხვაგან რომ უწევს წასვლა სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების მისაღებად. ის მოსახლეობისთვის იმ სამედიცინო სერვისების დანერგვას აპირებს, რითაც ჯერჯერობით ნინოწმინდის კლინიკაში  ადგილობრივი მოსახლეობა ვერ სარგებლობს.

ვრცლად ჩვენს აუდიომასალაში ნინოწმინდის საავადმყოს უფროს, კახა ბერიძესთან:

Radio NOR · ნინოწმინდის საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს