საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დაპირება არ შეასრულა: რა ხდება ცენტრალურ გზაზე / ფოტო

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დაპირება არ შეასრულა: რა ხდება ცენტრალურ გზაზე / ფოტო

ქალაქ ნინოწმინდის ცენტრალურ გზაზე უთვლელი რაოდენობის ღრმა ორმა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აპრილის თვეში ორმოების შეკეთებას აპირებდა, თუმცა არაფერი შეკეთებულა.

ნინოწმინდის ცენტრალური გზა რეაბილიტაციას საჭიროებს. გზის მთელ მანძილზე ღრმა ორმოებია, – ახალქალაქის მხრიდან ნინოწმინდაში შესამოსასვლელიდან სომხეთის საზღვრამდე.

გზა სომხეთის საზღვართან, ფოტო 22 აპრილიდან:

გზა ნინოწმინდის შემოსასვლელთან (ახალქალაქის მხრიდან), 30 მარტი: 

რადიო NOR-ს არაერთხელ გაუშუქებია ეს პრობლემა, თუმცა ორმოების საკითხი დღემდე აქტუალურია. 2 აპრილს მოწერილ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პასუხის თანახმად: აპრილის თვეში განხორციელდება სრულად ორმოული შეკეთების სამუშოები.”  დღეისთვის სათხის გზაჯვარედენზე ორმოები მხოლოდ ქვებითაა შევსებული. 

გზის მდგომარეობა დღეს, 29 აპრილს:

აღსანიშნავია, რომ წელს ნინოწმინდაში წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია დაიწყო, რის შედეგადაც ნინოწმინდის მერია ვერ ახორციელებს შიდა გზების (ცენტრალური გზის შეკეთება არ შედის მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობაში) ორმოების შეკეთება, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი არის და ტენდერი შედგა. თუმცა, პროექტით გათვალისწინებულ სოფლების გზებზე ორმოების სამუშაოები უნდა ჩატარდეს.

რას აპირებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და როდის შეკეთდება ნინოწმინდის ცენტრალური გზა, – ჩვენ კვლავ მივმართავთ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს და პასუხს შემდგომ მასალებში გაგაცნობთ.


თავისუფლებისა და ჰოვსეფიანის ქუჩის კვეთა

თავისუფლებისა და კარლ მარქსის ქუჩის კვეთა

თავისუფლებისა და სპანდარიანის ქუჩის კვეთა

თავისუფლებისა და პუშკინის ქუჩის კვეთა