გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 2 მაისამდე საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან უმეტეს მუნიციპალიტეტში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
2 მაისიდან ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.
ახალციხეში, ბორჯომში, ადიგენსა და ასპინძაში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მაისს შედარებით დაიკლებს.
ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება, 2 მაისს ნავარაუდევია ტემპერატურის კლება.