კაცი თუ ქალი? – გენდერული სტერეოტიპების საკითხი ნინოწმინდაში

კაცი თუ ქალი? – გენდერული სტერეოტიპების საკითხი ნინოწმინდაში

თანამედროვე საზოგადოებაში გენდერული სტერეოტიპები ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და განსახილველ პრობლემად რჩება. ისინი გავლენას ახდენენ იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები საკუთარ თავს და სხვებს, ზღუდავენ შესაძლებლობებს.

ალბათ, ხშირად გაგიგიათ, რომ არსებობს კაცის და ქალის პროფესიები, კაცური და ქალური საქმეები. შეიძლება, თქვენც ასევე ფიქრობთ. და თუ ასეა, მარტო არ ხართ. საკითხის მასშტაბის გასაგებად, NOR-ის ჟურნალისტებმა ჩაატარეს გამოკითხვა ქალაქ ნინოწმინდაში.

რამდენიმე კვირის წინ, ნინოწმინდის მოსახლეობაში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის აზრით,  სამზარეულო ქალის ადგილია, უკეთესი ხელმძღვანელი კაცია, ვიდრე ქალი, ხოლო კითხვაზე, “ვინ უნდა ატარებდეს მანქანას, ქალი თუ კაცი?”, – უმეტესობის პასუხი არის “კაცი”.

Facebook გამოკითხვამ გვაჩვენა: გამოკითხულთა 46,6% ფიქრობს, რომ ქალია უფრო კარგი ხელმძღვანელი, ხოლო 53,4% – კაცი. რაც შეეხება კითხვას, თუ ვისი ადგილია სამზარეულო, 21,9% ფიქრობს, რომ კაცის ადგილია, ხოლო 78,1% – ქალის. რადიო NOR-ის Instagram გვერდის გამომწერების უმეტესობის დაფიქსირებული აზრის მიხედვით, – მანქანას კაცი უნდა ატარებდეს.

რესპონდენტებმა ახსენეს კაცის მზარეულად მუშაობა ქელეხებში და ქორწილებში, თუმცა კაცები სახლის პირობებში საზარეულოში არაფერი ესაქმებათ? – ჩნდება კითხვა, – რატომ ხდება ასე? ზემოხსენებულ საკითხზე ჩვენ ვესაუბრეთ გენდერული თემების მკვლევარ, გიორგი ურჩუხიშვილს:

ეს ძალიან მარტივი ამბავია, – ადამიანებს საზოგადოება უწესებს გენდერულ როლებს და ამ როლების შესრულება წახალისებულია დადებითად. ბავშობიდან ადამიანები ინფორმაციის დამმახსოვრებელი, სევდიანი და მარტოხელა არსებები არიან, და რასაც დაავალებენ, – იმის შესრულებას ცდილობენ ადამიანები და არ უნდათ რომ იქიდან გადაუხვიონ. – ამბობს გიორგი. 

ირინა კარსლიანი აქტივისტია. წლების განმავლობაში ირინა ცდილობდა გადაელახა და დაემსვხრია მანქანის ტარების სტერეოტიპი და გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას:

ნათესავებისა და მეგობრების მხრიდან იყო დაგმობა, – მეუბნებოდნენ, მანქანის ტარება ბიჭების საქმეაო, მაგრამ ჩემი მონდომება და სიყვარული მანქანის ტარებისადმი ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მათი აზრი… ვფიქრობ, სხვა ადამიანს განიკითხავს მხოლოდ ის, ვისაც მეტი საქმე არ აქვს გასაკეთებელი. – თქვა ირინამ. 

აღსანიშნავია, რომ გენდერული დისბალანსი ასევე საქართველოს პარლამეტშიც არის.

მე-9 მოწვევის პარლამენტი: დეპუტატთა რაოდენობა – 164, – 25 ქალი და 139 კაცი. 

მე-10 მოწვევის პარლამენტი: დეპუტატთა რაოდენობა – 175, – 38 ქალი და 137 კაცი. 

წინა მოწვევის პარლამენტი: დეპუტატთა რაოდენობა 139, 27 – ქალი და 112 კაცი. 

ინფორმაციის წყარო

კვლევის შედეგებმა გვაჩვენა, რომ გენდერული სტერეოტიპების პრობლემა აქტუალური რჩება და  საზოგადოების ყურადღებას მოითხოვს. მხოლოდ ძალების შეერთებით შეგვიძლია შევქმნათ სამყარო, სადაც ყველას შეუძლია მიიღოს და პატივი სცეს სხვის შეხედულებას, განურჩევლად სქესისა.

წაიკითხეთ ასევე: