21 მარტს ქალაქ ნინოწმინდაში სასმელი წყლის რეზერვუარის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
ამ სამუშაოების ხანგრძლივობა დაგეგმილია 2 წლის ვადით. როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ნინოწმინდის ფილიალის დირექტორმა, არკადი კვატაშიძემ NOR-თან საუბარში აღნიშნა, ამ პერიოდში მთლიანად უნდა შეიცვალოს ქალაქ ნინოწმინდისა და რამდენიმე მეზობელი სოფლის წყალსადენები, რის შემდეგაც ქალაქს უნდა ჰქონდეს სადღეღამისო წყალმომარაგება.
სამუშაოები ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს. სამუშაოები დაიწყო ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე წყალსაცავის მახლობლად. მიმდინარეობს მილების დასაკავშირების, დამონტაჟის, ჭებისა და მათი გადასაფარებლების მოსამზადის სამუშოები.
წაიკითხეთ ასევე: