ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი მიღწევებისა და სირთულეების შესახებ

ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი მიღწევებისა და სირთულეების შესახებ

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში არიან ადამიანები, რომლებმაც უნიკალური წვლილი შეიტანეს სპორტის განვითარებაში. ერთ-ერთი მათგანია აშოტ ოგანესიანი, რომელიც 30 წელზე მეტია (1991 წლიდან) ასწავლის ფიზიკურ აღზრდას, ძირითადად სოფლებში დიდი და პატარა არაქალი. 2008 წლიდან მუშაობს ასევე ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში.

29 აპრილს, პატივცემულ პედაგოგს ვესაუბრეთ მიმდინარე აქტივობებსა და არსებულ პრობლემებზე.

მისივე თქმით: ” წელს, სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში, ნინოწმინდის #1 სკოლის ფრენბურთის გოგოების გუნდმა ბრწყინვალე გამოსვლა ჰქონდა როგორც ჩვენს მუნიციპალიტეტში, ასევე რეგიონში. 3 მოგება და 1 წაგება გვქონდა, მე-2 ადგილი ავიღეთ. რაც შეეხება პრობლემებს, უნდა ითქვას, მართალია, ეზოში ახლად აშენებული სკოლა და სპორტული მოედანი გვაქვს, მაგრამ სპორტული დარბაზი არ გვაქვს, რათა ზამთრის პირობებშიც გვქონდეს სპორტით დავაკებვის შესაძლებლობა.

Radio NOR · Ֆիզկուլտուրայի ուսուցիչը ձեռքբերումների և դժվարությունների մասին

მოკლე ინფორმაცია აშოტ ოგანესიანის საქმიანობის შესახებ:

აშოტ ოგანესიანი მსახურობდა ჯარში დიდი არაქალის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ. დემობილიზაციის შემდეგ, მან ჩააბარა სასოფლო-სამეურნეო და ეკონომიკურ კოლეჯში, სადაც მიიღო განათლება ქალაქ გიუმრიში.სკოლის დამთავრების შემდეგ 9 წელი თავისუფალი სტილის ჭიდაობით იყო დაკავებული. ოგანესიანმა ქალაქ ხარკოვის სპორტის დამსახურებული ოსტატის სტატუსი მიიღო. 1988 წელს შევიდა თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკური აღზრდის მასწავლებლად და სამხედრო ინსტრუქტორად. ოთხი წელი თამაშობდა ფეხბურთს ნინოწმინდის “ფარვანა” გუნდში.