2 მაისს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის სკოლის სპორტულ დარბაზში მუნიციპალიტეტის სკოლების ღია მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი გაიმართა.
მწვრთნელმა აშოტ სოღოიანმა რადიო NOR-თან ინტერვიუში განაცხადა: “შეჯიბრებას ესწრებოდნენ ბიჭები და გოგონები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან: ახალქალაქი, ახალციხე, წალკა და ჩვენი ნინოწმინდის სპორტული სკოლის მოსწავლეები. ჩემპიონატი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისა და მოღვაწე აშოტ ნორსოიანის ინიციატივით მოეწყო. თამაშები ორი დღე გაგრძელდება, გამარჯვებულები მედლებით, თასებითა და სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდებიან. მინდა ვთქვა, რომ ჩვენმა მოღვაწემ უნიკალური წვლილი შეიტანა ნინოწმინდაში მაგიდის ჩოგბურთის განვითარებაში, რის შედეგადაც ჩვენი მაგიდის ჩოგბურთი ქართულ დონეზე წამყვან პოზიციაზეა.”