ქალაქ ნინოწმინდაში, სათხის გზაჯვარედინზე არსებული საგზაო ორმოები სერიოზულ ზიანს აყენებს ავტომობილებს და ფინანსურად ძალიან მოქმედებს ავტომობილის მეპატრონეებზე.
შეგახსენებთ, რომ 3 მაისს წვიმიან ამინდში სათხის გზაჯვარედინზე გზაზე არსებულ ორმოები იქნა მოხრეშილი. წვიმიანი ამინდის გამო, ამ დღესვე გზა ისევ ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. წვიმამ ჩარეცხა შევსებული ორმოები და გზა თავის ძველ სახეს დაუბრუნდა.
სათხის გზაჯვარედინზე არსებული გზის სიტუაცია, უარყოფითად მოქმედებს საგზაო უსაფრთხოებაზე, ზრდის მანქანების ცვეთის რისკს და და იწვევს მანქანების შეფერხებას “საცობებს”. გზაზე არსებულმა ორმოებმა შეიძლება დააზიანოს მანქანები, გაზარდოს ავარიების რისკი და შეუქმნას დისკომფორტი მძღოლებს და მგზავრებს.
რადიო Nor-ის ჟურნალისტები დაინტერესდნენ თუ რა სიტუაციაა დღესდღეობით სათხის გზაჯვარედინზე, იქნა თუ არა ეს პრობლემა მოგვარებული და რას ფიქრობს ნინოწმინდის მოსახლეობა 3-მაისს წვიმიან ამინდში გზის მოხრეშვაზე.
ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში: