საქართველოში ხელმისაწვდომია როგორც ადგილობრივი, ქართული სატელევიზიო არხები, ასევე რუსული და სომხური.
ნინოწმინდის მოქალაქეები ინფორმაციის მისაღებად ან, გასართობი პროგრამების საყურებლად უყურებენ სატელევიზიო არხებს სხვადასვა ენაზე, მათ შორის რუსულზე. რუსული არხები, ასევე როგორც სხვა მედია საშუალებები, ავრცელებენ ინფორმაციას მიმდინარე რუსულ-უკრაინული ომის შესახებ. რადიო NOR-მა ჩაატარა გამოკითხვა ნინოწმინდის მოქალაქეებში, იმის დასადგინად, თუ რა სიხშირით უყურებენ ნინოწმინდელები რუსულ არხებს და რამდენად ენდობიან მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.
როგორც ჩანს, გამოკითხულთა აზრი ორად იყოფა, – ზოგი არ უყურებს რუსულ არხებს, ზოგი უყურებს, მაგრამ დიდად არ ენდობა მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. ზემოხსენებულ საკითხზე ჩვენ ასევე ჩავატარეთ გამოკითხვა რადიო NOR-ის Imstagram და Facebook გვერდებზე. შედეგებს მოგვიანებვით გაგაცნობთ.
წაიკითხეთ ასევე: