რადიო NOR-ს არაერთხელ გაუვრცელებია ინფორმაცია, რომ ნინოწმინდიდან სოფელ ეშტიაში მიმავალ გზაზე ორმოება და გზა შეკეთებას ექვემდებარება.
დღეს, 8 მაისს, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოთა მწარმოებელი, ხაჩიკ გაბრიელიანი რადიო NOR-თან ინტერვიუში ამბობს: “გზები იმ სოფლებამდე, სადაც ორმოებია, შეკეთდება. ამჟამად ნინოწმინდიდან ეშტიამდე მიმავალ გზაზე ასფალტის განადგურებული ფენა ისხნება, ამინდების გაუმჯობესებასთან ერთად, ეს ორმოები ამოივსება.”
ტენდერში გაიმარჯვა კომპანია “ჯავახავტოგზა”, 823 000 ლარის შემოთავაზებით, საიდანაც ორმოების შეკეთებისთვის 500 000 ლარია გათვალისწინებული. დაფინანსება სრულად (100%) ადგილობრივი ბიუჯეტიდან არის გათვალისწინებული. დასრულების პერიოდი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კვირაა. (NAT240003663) tenders.procurement.gov.ge