“მთავარი არხის” ცნობით, სროლა იყო თბილისის ცენტრში. ვერაზე, ნიკოლაძის ქუჩაზე, 5 ნომერში პოლიცია იყო მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით მეზობლებს შორის კონფლიქტს გასროლა 4-მდე გასროლა მოჰყვა.
ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ დაპირისპირება ძაღლის გამო მოხდა, ხოლო მეორე ვერსიით, აივნიდან გაისროლეს, კონფლიქტის მონაწილეების დასაშლელად. დაჭრილი არავინაა. არსებული ინფორმაციით, პოლიციას არავინ დაუკავებია.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.