ფაშიზმზე დიდი გამარჯვებიდან 79 წელი გავიდა – ნინოწმინდაში გამარჯვების დღე აღნიშნეს / ფოტო

ფაშიზმზე დიდი გამარჯვებიდან 79 წელი გავიდა – ნინოწმინდაში გამარჯვების დღე აღნიშნეს / ფოტო

ფაშიზმზე გამარჯვების მნიშვნელოვან წლისთავზე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ და საჯარო მოხელეებმა დიდ სამამულო ომში დაღუპული ჯარისკაცების ძეგლებს ყვავილები მიუტანეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას, 1941-1945 წლებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 30 000 ადამიანი ცხოვრობდა, რომელთაგან 5 018-ზე მეტი ფრონტზე წავიდა, მაგრამ მხოლოდ 2 657 დაბრუნდა.

ამჟამად ომის ვეტერანები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში არ დარჩენილან. საერთო ჯამში, მუნიციპალიტეტში იყო შვიდი ვეტერანი, რომლებიც დაჯილდოვდნენ წითელი ვარსკვლავის ორდენით.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში არის ორი მუზეუმი მეორე მსოფლიო ომში სამხედროების მონაწილეობისადმი მიძღვნილი ექსპოზიციებით: ნინოწმინდის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და ალბერტ ისოიანის სახელობის სოფელ სათხას ეთნოგრაფიული მუზეუმი.

მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი ძეგლები აღმართულია თითქმის ყველა სოფელში და ქალაქ ნინოწმინდაში, რომელზეც ადგილობრივი მოსახლეობა ყოველწლიურად 9 მაისს იკრიბება 1941-1945 წლებში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად.

დღეს, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ დანებების გამოცხადების შემდეგ დასრულდა მეორე მსოფლიო ომი და 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. ამ ომში მონაწილეობამ სერიოზული კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში-  ჩვენმა ქვეყანამ 300 ათასამდე ჯარისკაცი დაკარგა.