მთავარი ფოტო ინტერნეტიდან
25 მარტს ნინოწმინდის მერიამ გამოაცხადა ტენდერი სპორტული აღჭურვილობის შეძენაზე, რისთვისაც გამოიყო 40 000 ლარის ოდენობით თანხა.
6 აპრილს ინდივიდუალური მეწარმის რობინზონ ონიაშვილის საკუთრებაში არსებულმა კომპანიამ ტენდერი 32 001 ლარის ოდენობით მოიგო.
პროექტის მიხედვით, სპორტული აღჭურვილობა განკუთვნილია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის შემდეგი სოფლებისთვის: სათხა, პატარა ხორენია, ორლოვკა და ოროჯალარი.
რადიო NOR-ს სატელეფონო საუბარი ჰქონდა რობინზონ ონიაშვილთან:
“ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 4 სოფლისთვის სპორტული ინვენტარი შემდეგია: ოლიმპიური “შტანგები”, კრივის ხელთათმანები, “ჟგუტები”, ბილიარდის მაგიდა და ა.შ. შესაძლებელია, რომ მომავალ კვირას აღჭურვილობა მიაწვდეს სოფლებს”, – განაცხადა ონიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულება 25 აპრილს გაფორმდა, სამუშაოების დასრულების ვადა კი 40 კალენდარული დღეა. ტენდერის ნომერი. NAT240006314
tenders.procurement.gov.ge
მეტი სპორტული აღჭურვილობის შესახებ ქვემოთ: