ეთნიკური დუხობორები იძულებელნი არიან უმაღლესი განათლება რუსეთში ან სომხეთში მიიღონ

ეთნიკური დუხობორები იძულებელნი არიან უმაღლესი განათლება რუსეთში ან სომხეთში მიიღონ

სოფელი გორელოვკა ერთადერთი სოფელია, სადაც ეთნიკური დუხობორების 37-მდე ოჯახი დღემდე ცხოვრობს. ეთნიკურ-რუს დუხობორებს არააქვთ შესაძლებლობა უმაღლესი განათლება მიიღონ საქართველოში.

” ძალიან მინდა უმაღლესი განათლება საქართველოში მივიღო და ვფლობდე ამ ლამაზ ენას, მაგრამ  დავამთავრე რუსული სკოლა და სამწუხაროდ არ შემიძლია გამოცდა ჩემ მშობლიურ- რუსულ ენაზე ჩავაბარო ” ამბობს ერთ-ერთი დუხობორი გოგონა.

შეგახსენებთ, რომ 1+4 პროგრამა ითვალისწინებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე და სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. ახალგაზრდები 1 წლის განმავლოვაში გადიან ქართულ ენაში მომზადების კურსს და შემდგომ 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში აგრძელებენ სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე.

ეთნიკური რუს-დუხობორების  ახალგაზრდების უმეტესობა,იძულებელია უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთში ან სასომხეთში წავიდეს, რადგან  1 + 4 პროგრამა არ ითვალისწინებს გამოცდის ჩაბარებას რუსულ ენაზე, ეს კი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ახალგაზრდებისათვის, რადგან მათ არ სურთ საქართველოდან სხვა ქვეყანაში წასვლა უმაღლესი განათლების მისაღებად.

გორელოვკა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის რვა სოფლიდან ერთ-ერთია, რომელიც 1841 წელს რუსმა დუხობორებმა დააარსეს. დუხობორები არიან ადამიანები, რომლებიც უარყოფენ რელიგიურ სიმბოლიკას და თვლიან ღმერთს, როგორც შინაგან სინათლეს, რომელიც არსებობს ყველა ადამიანში. რუსეთიდან განსახლების დროს მათი რიცხვი 5000 აღემატებოდა.

რადიო Nor-ი ამ თემით ადრეც დაინტერესდა

 

გორელოვკა  სამცხე -ჯავახეთის პატარა სოფელია რომელიც სამხრეთით არის განთავსებული და გამოირჩევა თავის ეთნიკური სიჭრელით. ამჟამად სოფელ გორელოვკაში დუხობორების 37 ოჯახია დარჩენილი, მათი უმეტესობა რუსეთში დაბრუნდა.

ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში:

Radio NOR · ეთნიკური ახალგაზრდები იძულებელნი არიან უმაღლესი განათლება რუსეთში ან სომხეთში მიიღონ