სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ‘სამხრეთის კარიბჭეს’ ჟურნალისტები გამოკითხვაზე დაიბარა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ‘სამხრეთის კარიბჭეს’ ჟურნალისტები გამოკითხვაზე დაიბარა

სატელეფონო ზარებით განხორციელებული მუქარების გამო, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა “სამხრეთის კარიბჭეს” ჟურნალისტები გამოკითხვაზე დაიბარა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

თითქმის ერთი კვირაა უცნობი პირები, თემო ინასარიძეს და ნუკა სტეფნაძეს ურეკავენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და ემუქრებიან.

იგივე ნომრებიდან ხორციელდება მუქარის ზარები ჟურნალსიტების ოჯახის წევრებზეც. 

დაუდგენელი პირები, რომლებიც ვინაობას არ ამხელენ, ჟურნალისტებს ეუბნებიან, რომ თუ “რუსული კანონის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე წავლენ, პრობლემები შეექმნებათ.

მსგავსი ზარები ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებსა და იმ მოქალაქეებზე, რომლებიც სოციალურ ქსელში კანონის წინაარმდეგ საკუთარ აზრს აფიქსირებენ.