ნინოწმინდაში მუზეუმის საერთაშორისო დღე აღინიშნა

ნინოწმინდაში მუზეუმის საერთაშორისო დღე აღინიშნა

16 მაისს ქალაქ ნინოწმინდაში მხარეთამცოდნეობის მუზეუმის დღე აღნიშნეს.

ქალაქ ნინოწმინდის #1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა და ისტორისს მასწავლებელმა რიმა ანანიკიანმა მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარეს.

muze sof

ღონისძიებას ესწრებოდნენ , ბიბლიოთეკის თანამშრომლები და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დეპარტამენტის წარმომადგენლები.

მუზეუმების საერთაშორისო დღე, რომელიც ყოველწლიურად 18 მაისს აღინიშნება, მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოებასა და კულტურულ ცხოვრებაში. ეს დღე ხელს უწყობს საზოგადოების  ყურადღების მიქცევას მუზეუმების როლზე კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე.  მუზეუმები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საგანმანათლებლო პროცესში, რაც უზრუნველყოფს სწავლის უნიკალურ შესაძლებლობებს.

ამიტომ მუზეუმების საერთაშორისო დღე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ცნობიერების ამაღლების, კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერისა და საგანმანათლებლო და კულტურული ინიციატივების სტიმულირებისთვის მთელ მსოფლიოში.

ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში ; არევიკ ტონერიანთან

Radio NOR · ნინოწმინდაში მუზეუმის საერთაშორისო დღე აღინიშნა