ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 8 -სოფელი გაზიფიცირებული ჯერ კიდევ არარის.
რადიო NOR-ი დაინტერესდა ამ საკითხით, მოხდება თუ არა 2024 წელს ამ სოფლების გაზიფიცირება და გაზგამანაწილებელი კომპანია SJ GC-ის დირექტორს, ვრეჟ ბერიკიანს დაუკავშირდა.
ვრეჟ ბერიკიანი ამბობს ,, ყასტრანსგაზმა უნდა დაიწყოს მიმდინარე წელს პროექტის მომზადება და 2025 -წელში დაიწყება ამ სოფლების გაზიფიცირება ”
შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 8 სოფელი: ჟდანოვი, გორელოვკა, ორლოვკა, სამება, ეფრემოვკა, ვლადიმიროვკა, ახალი ხულგუმო და ფარავანი დღემდე არ არის გაზიფიცირებული. ბუნებრივი აირის არარსებობის გამო , სოფლებში ხალხს სახლების გათბობა შეშით, წივითა და სხვა საწვავით უწევთ ეს კი მნიშვნელოვნად მოქმედებს მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობაზე.
რადიო NOR-ი ამ საკითხით ადრეც დაინტერესდა
მაისის თოვლი, გაზის გარეშე დარჩენილი სოფლები და ხალხის უკმაყოფილება ნინოწმინდაში
რადიო NOR-ი თვალს ადევნებს ამ თემასთან დაკავშირებულ სიახლეებს
მოისმინეთ უფრო ვრცლად, ჩვენს აუდიოჩანაწერში კომპანია SJ GC-ის დირექტორ ; ვრეჟ ბერიკიანთან