მადათაფას ტყის ფიჭვები ზამთრის უხვი ნალექების და დიდთოვლობის შედეგად დაზინაბულია.
ზამთარი ძლიერი ყინვებითა და დიდთოვლობასთან ერთად ტრადიციულად ასოცირდება თოვლით დაფარული ტყეების სილამაზესთან. თუმცა, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ტყეში ჩნდება მნიშვნელოვანი დაზიანების ნიშნები, – გატეხილი ფიჭვები და შეთხელებული ტყე უფრო თვალსაჩინო ხდება.
მკაცრი ზამთრის შედეგი მადათაფას ტყეში
ფიჭვის ხეები ზამთარში ყველაზე დაუცველ ხეებს შორისაა. მათი გრძელი და მკვრივი ტოტები აგროვებენ დიდი რაოდენობით თოვლს, რაც ხშირად იწვევს მათ გატეხვას თოვლის სიმძიმის გამო. როდესაც ტემპერატურა მკვეთრად ეცემა, ხე მყიფე ხდება და ტოტები ადვილად იმტვრევა თოვლისა და ყინულის წონის ქვეშ.
გატეხილ ხეებსა და შეთხელებულ ტყეებს მნიშვნელოვანი ზიანი მოაქვს ეკოსისტემისთვის. ფიჭვის ხეების განადგურება გავლენას ახდენს ბიომრავალფეროვნებაზე, რადგან ცხოველებისა და ფრინველების მრავალი სახეობა კარგავს საბინადრო ადგილს. ეს ასევე იწვევს ტყეებში მიკროკლიმატის ცვლილებას და ნიადაგის ეროზიის გაზრდილ რისკს.
ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით რადიო NOR-ის რედაქცია წერილობით მიმართავს საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის საკონტაქტო პირ, გურამ არაბიძეს. დეტალებს და პრობლემის მოგვარების გზებს გაგაცნობთ შემდგომ მასალებში.
წაიკითხეთ ასევე: