პრობლემები ყველგან არსებობს, – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი არაა გამონაკლისი.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში არსებობს ბევრი პრობლემა, რომლის გადაჭრა საჭიროა მოსახლეობის უფრო კომფორტული ცხოვრებისთვის. დღეისთვის, მუნიციპალიტეტში აქტუალური რჩება, მაგალითად, მიუსაფარი ძაღლების პრობლემა, ახალგაზრდებისთვის გასართობი სივრცის ნაკლებობა, მანქანების ქაოტური პარკინგი, გზების მდგომარეობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოფლების მიმართულებით და ა.შ.
რადიო NOR-მა ჩაატარა გამოკითხვა ნინოწმინდის მოსახლეობაში, რათა გაერკვია მათი აზრი მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე და გადაჭრის გზებზე:
აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი შეადგენს 13 900 000 ლარს, ხოლო მთავარი პრიორიტეტი – ინფრასტრუქტურული ობიექტებია.