გორელოვკის მდინარე ძალიან დაბინძურებულია

გორელოვკის  მდინარე ძალიან  დაბინძურებულია

სოფელ გორელოვკაში მდინარე ბუღდაშენი სავალალო მდგომარეობაშია და ზოგჯერ დამბინძურებლები სოფელ გორელოვკის მკვიდრნი არიან.

 

დღე­ის­თვის   აქ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნარ­ჩე­ნე­ბი, საქონლის ნაკელი, კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის მი­ლე­ბია ჩაშვებული.კანალიზაციის მდინარეში ჩადინება სერიოზულ ეკოლოგიურ და საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას წარმოადგენს.

მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი საფრ­თხე ბავ­შვე­ბის­თვის იქ­მნე­ბა. უამრავ სავალალო შედეგს იწვევს იღუპება ეკო სისტემა, რომელიც წყლით საზრდოობს, დაბინძურებული გარემო იზიდავს უამრავ შხამიან მწერს, ხშირია ინფექციები ბავშვებში, რომლებსაც ხშირი კონკაქტი აქვთ დაბინძურებულ წყლის რესურსთან.

გვინდა ავღნიშნოთ ის ფაქტი, რომ ძველად ზემოთხსენებულ მდინარეში  ბანაობდა მოსახლეობა , დღესდღეობით კი არამარტო გორელოვკაში, არამედ უამრავ სხვა რეგიონშიც გადაუჭრელ პრობლემად დგას მდინარის სიბინძურე.დაბინძურებული წყალი შეიძლება შეიცავდეს ბაქტერიებს, ვირუსებს და პარაზიტებს, რომლებიც იწვევენ სხვადასხვა დაავადებებს.კანალიზაციის ჩადინება არღვევს მდინარის ეკოსისტემას. მდინარის დაბინძურება იწვევს წყლის ბიომრავალფეროვნების შემცირებას, რასაც მოჰყვება თევზებისა და სხვა წყალმცენარეების დაღუპვა.

წყლის დაბინძურება იწვევს ეკოლოგიური სისტემების დანგრევას, რაც მოქმედებს არა მხოლოდ წყლის ფლორასა და ფაუნაზე, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზეც.დაბინძურებული მდინარე წარმოადგენს მნიშვნელოვან ეკოლოგიურ და გარემოს დაცვით გამოწვევას. შეგახსენებთ, რომ გორელოვკა ტურისტული ზონაა, სოფელს ბევრი ტურისტი სტუმრობს, როგორც თავად საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან. მდინარის მდგომარეობა და  უსიამოვნო სუნი  იწვევს უარყოფით განცდას სტუმრებს შორის.