ნინოწმინდაში რძის ფასები ეცემა

ნინოწმინდაში რძის ფასები ეცემა

რძის ფასების რყევებმა დიდი ხანია ნინოწმინდის მოსახლეობაში ხმაური გამოიწვია

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მეცხოველეობა შემოსავლის ძირითადი წყაროა, თუმცა დღეს მოსახლეობას არ აქვს შესაძლებლობა, საკუთარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად გაყიდოს.

გასულ თვეში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენის მცხოვრებლებმა რძის ფასების შემცირების გამო უკმაყოფილება გამოთქვეს. 15 მაისიდან ეშტიის სოფლის თემშიc რძის ფასი შემცირდა, რაც წინა 1.20 ლარის ნაცვლად 1 ლარს შეადგენს.

სოფელ სათას მაცხოვრებლებიც რძის ფასებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ და აღნიშნავენ, რომ მწყემსს 1 ძროხაში 150 ლარს უხდიან, 1 ცხვარში 40 ლარს, ხორცს დაბალი ფასი აქვს, ხვნა და მასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები კი პარალელურად ძვირია.

რადიო NOR-ის ინფორმაციით, რძის ფასები სხვადასხვა სოფელში შემდეგია:

სათხაში რძის ფასი შეადგენს 1,20 ლარს

ეშტიის სოფლის თემი – 1 ლარი 1,20-ის ნაცვლად

დიდი გონდრიო და მამწვარა – 1 ლარიდან 1,20-მდე

ჯიგრაშენი – 1 ლარიდან 1,20-მდე

ოროჯალარი – 1,20 ლარი

დიდი ხანჩალი, პატარა ხანჩალი – 1,20 ლარი

ჟდანოვი, გორელოვკა – 1,20 ლარი