ეს არის ყველაზე მძიმე კანონი – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

ეს არის ყველაზე მძიმე კანონი – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

დღეს, 27 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს განიხილავენ. „რუსულ კანონზე“ მოტივირებული შენიშვნები დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ გააცნო. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

„წარომოგიდგენთ მოტივირებულ შენიშვნებს, მინდა ვთქვა, რომ ეს არის ჩემთვის ყველაზე მძიმე კანონზე მოტივრებული შენიშვნები.

კანონის არსი, პრინციპები და შინაარსი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. კონსტიტუციით გარანტირებულ ფუნდმენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს. მიღებული კანონი ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, მაშინ როცა გაერთიანების თავისუფლება და გამოხატვის თავისულება არის ფუნდამენტური უფლებები საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ნაწილსა და  ევროკავშირში გაწევრიანების ნებისმიერი გზის ფარგლებში“, – აცხადებს გიორგი მსხვილაძე.

მისივე თქმით, „რუსული კანონი“ არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, კერძოდ გაერთიანების თავისუფლებას, ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზირებას და დისკრედიტაციას, აღვივებს საზოგადოებაში მათ მიმართ უნდობლობას, შიშშსა და მტრულ განწყობებს.

„წარმოდგენლი კანონით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და მედიას ეზღუდებათ საქმიანობის თავისუფლება, ფინანსურ რესურსებზე წვდომა. კანონში გამოყენებული ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ იწვევს მათ საჯარო სტიიგმატიზაციას. ამასთან, ხელისუფლების ზედამხედველობა და ანგარიშგების მოთხოვნებისა და სხვა ვალდებულებების დაწესება, კანონით გათვალისწინებულ სოლიდურ ჯარიმებთან ერთად ყველა წინაპირობას ქმნის ორგანიზაციების საქმიანობის შეფერხებისა და საბოლოოდ მათი გაუქმების. იცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის იარლიყი, მათ უცხოური ძალის კონტროლის ქვეშ მყოფებად მონიშნავს და უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ეს ორგანიზაციები საკუთარ თავს აღიქვამენ ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილად.  მუშაობენ ადამიანის უფლებებისა და  კანონის უზენაესობის დაცვისა და დემოკრატიის სასარგებლოდ“, – ამბობს პრეზიდენტის საპარლამენტი მდივანი.

მისი თქმით,  საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებაც ადასტურებს, რომ ამგვარი კანონის მოქმედების პირობებში და სუბიექტების უცხოეთის აგენტებად გამოცხადების შემდეგ, გართულდა მათი ურთიერთობა ბენეფიციარებთან და სახელმწიფო უწყებებთან.

„გარდა ამისა, სახელმწიფო ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი და იგი იღებს ვალდებულებას, რომ ეთანხმება მის ღირებულებებსა და მიზნებს, მონაწილეობს მისი პოლიტიკის შემოშავებასა და  საქმიანობაში, შესაბამისად, ამ კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, სახელმწიფოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ფინანსების გამოყოფა ვერ იქნება აღქმული ისე, რომ იგიი ემსახურებოდეს უცხოურ ინტერესებს.

დაფინანსებაზე ხელლმისაწვდომობა, მათ შორის საერფთაშორისო და უცხოურ დაფინანსებაზე, არის გაერთიანების თავისუფლების არსებითი ელემენტი, ამდენად წარმოდგენილი კანონით, იზღუდება კონსტიტუციით გარანტირებული გაერთიანების თავისუფლება. კანონი დისკრიმინაციულია, რამდენადაც გაერთიანების მხოლოდ კონკკრეტულ სეგმენტს მოიცავს  და დაუსაბუთებელია. რატომ?  განასხვავებს უცხოურ ორგანიზაციებს დაფინანსების წყაროს ნიშნით“, – ამბობს იგი.

მან მაგალითად უნგრეთში განვითარებული მოვლენები მოიყვანა.

„უნგრეთში მოქმედი კანონის შეფასებისას, ევროკავშირის მართმსაჯულების სასამართლომ დაასკვნა, რომ უნგრეთში იურიდიული პირების განსხვავება დაფინანსების წყაროს მიხედვით, არაპირდაპირ დისკრიმინიაციას წარმოადგენს. პერსონალური მონაცემების შეგროვება და რეესტრში განთავსება წარმოადგენს პირადი ცხოვრების ხელსეუხებლობის დარღვევას, რა არ არის გამართლებული, რადგან, მას არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი პერსონალური მონაცემების, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების ამ ფორმით და მოცულობით დამუშავება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე–15 მუხლით გათვალისწინებულ გარანტირებულ უფლებებს“.

ტეგები: