ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სოფელ, გორელოვკაში გარე გამოყენების ქუჩის ტრენაჟორების სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს. სამონტაჟო სამუშაოებს შპს საქსეს გრუფი ახორციელებს.
რადიო NOR-ი დაუკავშირდა შპს საქსეს გრუფის დირექტორს, დათო მიქელაძეს რათა გაერკვია როდის დაიწყო და დასრულდება სამონტაჟო სამუშაოები.
შპს საქსეს გრუფის დირექტორის, დათო მიქელაძეს თქმით ,, უამინდობის გამო ეს პერიოდი სამუშაოები შეჩერებული იყო,ამჟამად სამუშაოები უკვე დაწყებულია და ინტენსიურად მიმდინარეობს,, სამონტაჟო სამუშაოები ერთ თვეში უნდა დასრულდეს. ამბობს დათო მიქელაძე.
ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში რადიო NOR-თან: