26 მაისს სოფელ ფარავანში ქართულ-სომხური კერძების ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ინიციატორი გახლდათ არასამთავრობო ორგანიზაცია ,, ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა “
სოფელ ფარავანის ახალგაზრდული სათემო ცენტრის დირექტორ მანუშაკ მკრტიჩიანის თქმით ,, ფესტივალში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები ქალაქ , ნინოწმინდიდან და ასევე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ; ფარავანი, დიდი ხანჩალი და უჩმანა. ახალგაზრდებმა ტრადიციული ქართულ-სომხური ცეკვები და სიმღერები წარმოადგინეს.
პროექტი დაფინანსებულია – “ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები, როგორც ინტეგრაციის ელჩები” მინიგრანტების კომპონენტის ფარგლებში.
ვრცლად რადიო NOr-ის აუდიომასალაში; სოფელ ფარავანის ახალგაზრდული სათემო ცენტრის დირექტორი მანუშაკ მკრტიჩიანი