,, ანბანის გაცილება ” გორელოვკის #1 საჯარო სკოლა

,, ანბანის გაცილება ” გორელოვკის #1 საჯარო სკოლა

გორელოვკის #1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა, სასწავლო წელი ღონისძიებით დაასრულეს. ღონისძიება    კლასის დამრიგებელ: კრისტინე ბიჩახჩიანის ინიციატივით და ხელშეწყობით ჩატარდა .

ანბანის გაცილებასთან დაკავშირებით, სკოლაში მხიარული , საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების მიმდინარეობაში პირველკლასელები მხიარულად იყვნენ ჩართულები, მათ საკუთარი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.  დრო სასიამოვნოდ და საინტერესოდ გაატარეს.

ანბანის გაცილება  პირველი კლასის მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც აღნიშნავს ანბანის შესწავლის დასრულებას და მათ პირველ ნაბიჯს ცოდნის სამყაროში. ეს დღესასწაული ჩვეულებრივ ტარდება სასწავლო წლის ბოლოს, როდესაც ბავშვებმა უკვე ისწავლეს კითხვა და წერა. ანბანის გაცილებას თან ახლავს სხვადასხვა ღონისძიებები.

კლასის დამრიგებელმა, კრისტინე ბიჩახჩიანმა,  პირველკლასელებს  დიპლომები  და სერთიფიკატები, ასევე მცირე საჩუქრები გადასცა ,რომლებიც მათი აკადემიური წარმატების სიმბოლოა. ეს  დღესასწაული არ არის მხოლოდ პირველი სახელმძღვანელოს გამოსამშვიდობებელი, არამედ მხიარული მოვლენა, რომელიც სასიამოვნო მოგონებებს ტოვებს ბავშვებსა და მათ მშობლებს მრავალი წლის განმავლობაში.

შეგახსენებთ, რომ გორელოვკის #1 საჯარო სკოლას წელს 5 პირველკლასელი ჰყავდა.

ვრცლად ჩვენს აუდიომასალაში გორელოვკის # 1 საჯარო სკოლის პირველი კლასის მასწავლებელ : კრისტინე ბიჩახჩიანთან

Radio NOR · ,, ანბანის გაცილება ” გორელოვკის #1 საჯარო სკოლა