დღეს, 29 მაისს პარლამენტმა “ოფშორების კანონზე” ვეტო დაძლია. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 64–მა დეპუტატმა დაუჭირა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო 4 მაისს დაადო.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით, შესაძლებელია, ამ საკანონმდებლო ცვლილებების მიზეზი მმართველი პარტიის დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესები იყოს. თუმცა, ამასთან ერთად, ეს ცვლილებები გაზრდის საქართველოში კრიმინალური და რუსული წარმომავლობის კაპიტალის შემოდინების რისკს.