პარლამენტმა ‘ოფშორების კანონზე’ ვეტო დაძლია

პარლამენტმა ‘ოფშორების კანონზე’ ვეტო დაძლია

დღეს, 29 მაისს პარლამენტმა “ოფშორების კანონზე” ვეტო დაძლია. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 64–მა დეპუტატმა დაუჭირა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

ცნობისთვის, პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს  ვეტო 4 მაისს დაადო.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით, შესაძლებელია, ამ საკანონმდებლო ცვლილებების მიზეზი მმართველი პარტიის დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესები იყოს. თუმცა, ამასთან ერთად, ეს ცვლილებები გაზრდის საქართველოში კრიმინალური და რუსული წარმომავლობის კაპიტალის შემოდინების რისკს.