“არც წყალი გვაქვს და არც ღამის განათება, არჩევნებზე კი გვთხოვენ მათ არჩევას” – მამწვარას მკვიდრი

“არც წყალი გვაქვს და არც ღამის განათება, არჩევნებზე კი გვთხოვენ მათ არჩევას” – მამწვარას მკვიდრი

რადგან ნინოწმინდის მუნიცნალიპალიტეტის მერიაში რადიო NOR-ის ჟურნალისტების წვდომა შეზღუდულია, ეს მასალა არის ერთმხრივი და მერიის შესაბამისი განყოფილების პასუხი უცნობია. 

სოფელი მამწვარა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის რიგითი სოფელია, სადაც არსებობს ელემენტარული საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საჭიროება.

მამწვარას მკვიდრები აღნიშნავენ, – მათ სოფელი ზოგ ქუჩაზე არ არის ღამის განათება, აქვთ ნაგვის ურნების ნაკლებობა, მკვირდები განიცდიან სასმელი წყლის მომარაგების პრობლემას, სოფლის შიდა გზა კი (სასაფლაომდე მიმავალი) ცუდ მდგომარეობაშია, – ტრანსპორტს გადაადგილება უჭირს.

მამწვარას სასაფლაომდე მიმავალი გზა

სუსანა ჩახალიანი სოფელ მამწვარაში ცხოვრობს. მისივე თქმით, სოფლად მცხოვრები ადამიანები თითქმის არაფრით სარგებლობენ იმისათვის, რომ კომფორტულად იცხოვრონ 21-ე საუკუნეში. მას აქვს სასმელი წყლის მომარაგების პრობლემა, ხოლო საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადაყრა შორეულ ურნაში უწევს.

“პრობლემების მოგვარებას ვთხოვთ [ადგილობრივ ხელისუფლებას], მაგრამ არაფრით გვეხმარებიან. არჩევნებზე კი მათ არჩევას გვთხოვენ, – გვინდა არ გვინდა უნდა მივცეთ ხმა. როგორც სოფლად მცხოვრები ადამიანები, – არაფრით ვსარგებლობთ. რომ გვცოდნოდა, – რაღაც სარგებელი მივიღეთ და გაგვიუმჯობესდა ცხოვრება, – გაკეთებული არჩევანით მშვიდად ვიქნებოდით.” – ამბობს სუსანა ჩახალიანი. 

სუსანა ასევე აღნიშნავს, – “გვპირდებიან, მაგალითად, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას, თუმცა დღეისთვის არანაირი ცვლილება არ არის.”

Radio NOR · “არც წყალი გვაქვს და არც ღამის განათება, არჩევნებზე კი გვთხოვენ მათ არჩევას” – მამწვარას მკვიდრი

გარდა საყოფაცხოვრებო პრობლემებისა, მამწვარში, როგორც მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, მწვავედაა კარტოფილის ფასი სეოზონზე, – გასულ შემოდგომაზე მამწვარას მოსახლეობა 20-30 თეთრად ყიდიდა კარტიფილს. რძის ფასებითაც უკმაყოფილოა მოსახლეობა. მათივე თქმით, სოფლის მეურნეობაზე გაწეული ხარჯები შემოსავლს სცდება, – მათი მძიმე შრომა დაუფასებელი რჩება.