ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში #1 საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოები ერთი თვეა რაც დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს. სკოლა პრემიერ მინისტრის სკოლების სარეაბილიტაციო პროგრამაშია ჩართული. გორელოვკის #1 საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოებს ,,შპს საბა კონსტრაქშენი,, ახორციელებს.
რადიო NOR-ი გორელოვკის #1 საჯარო სკოლის დირექტორს; ტატიანა კარევას გაესაუბრა.
ტატიანა კარევა ამბობს ” ამ ეტაპზე სკოლის სარემონტო სამუშაოები საკმაოდ ჩქარი ტემპით მიმდინარეობს. პროექტი მთლიანი სკოლის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ასევე ,ახალი საპირფარეშოს და სპორტული მოედნის მშენებლობას. სათვალთვალო კამერების და დაცვის სიგნალიზაციის დამონტაჟებას”
სასწავლო პროცესისათვის #1 საჯარო სკოლა გასული წლის სექტემბრიდან, სოფელ გორელოვკის #3 საჯარო სკოლის შენობას იყენებს.
,,იმედი გვაქვს ახალ სასწავლო წელს ჩვენს სკოლაში დავიწყებთ” ამბობს გორელოვკის #1 სკოლის დირექტორი, ტატიანა კარევა.
ვრცლად რადიო NOR-ის აუდიოჩანაწერში #1 სკოლის დირექტორ; ტატიანა კარევასთან