რადგან ნინოწმინდის მუნიცნალიპალიტეტის მერიაში რადიო NOR-ის ჟურნალისტების წვდომა შეზღუდულია, ეს მასალა არის ერთმხრივი და მერიის შესაბამისი განყოფილების პასუხი უცნობია.
ორლოვკა-გორელოვკის მონაკვეთზე, მანქანის ბორბალი ღრმა ორმოში ჩავარდნისას წყობრიდან გამოვიდა.
სამწუხარო მდგომარეობაა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. ნინოწმინდიდან სომხეთისკენ მიმავალი სახელმწიფოთაშორისი გზა სავალალო მდგომარეობაშია.
ნინოწმინდა-სომხეთის გზაზე ღრმა ორმოებია, რაც საგანგებო სიტუაციას ქმნის. გზის გასწვრივ ბევრი სატრანზიტო სატვირთო მანქანა გადის, რომლებიც ფულს იხდიან გზის ამ მონაკვეთის გამოყენებისთვის. თითოეული სატვირთო 300 ლარს იხდის, სახელმწიფო ბიუჯეტი დიდ თანხას იღებს, გზა კი სავალალო მდგომარეობაშია.
დავამატებთ, რომ მითითებული მონაკვეთი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტროლის ქვეშაა. უცნობია, წინ წაიწევთ თუ არა ნინოწმინდის მერია ამ საკითხს.