,,ტექნოლოგიების პოპულარიზაცია სკოლაში” პროექტის შეჯამება ეშტიის #1 სკოლაში

,,ტექნოლოგიების პოპულარიზაცია სკოლაში” პროექტის შეჯამება ეშტიის #1 სკოლაში

,,სასკოლო აქტივობების წახალისება” ქვეპროგრამის ფარგლებში გამარჯვებული ,,ტექნოლოგიების პოპულარიზაცია სკოლაში” პროექტის შეჯამება.

პროექტი განხორციელდა 2023-2024 სასწავლო წლის მეორე სემესტრში. ჩართული იყო მე-10 და მე-11კლასის მოსწავლეები. პროექტი განხორციელდა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი – რიპსიმე აროიანის მიერ. მან წარჩინებით შეასრულა პროექტი სამოქმედო გეგმის მიხედვით. ყველა მოსწავლე ფლობს კომპიუტერული სამყაროს ბევრ პროგრამას, რომელიც ძალიან საჭიროა მათი ყოველდღიურ საქმიანობაში.მათ შექმნეს ელექტრონული რესურსების მდიდარი ბანკი, სადაც მოთავსებულია უამრავი რესურსი სხვადასხვა საგნის მიმართულებით. პროექტის შეჯამებაზე დაპატიჟებული იყვნენ მშობლები, მასწავლებლები, თემის წარმომადგენლები. უღრმესი მადლობა რიპსიმე აროიანს ასეთი ნაყოფიერი, შედეგისმომცემი, საჭირო პროექტის განხორციელებისთვის. სკოლამ ყველა მოსწავლეს და მასწავლებელს გადასცა სიგელები.

ფოტომასალა მოწოდებულია ეშტიის #1 სკოლის დირექტორის მიერ