როგორ იმოქმედებს “რუსული კანონი” წლის საუკეთესო ლიდერზე? – ერიკნაზ მარკარიან

როგორ იმოქმედებს “რუსული კანონი” წლის საუკეთესო ლიდერზე? – ერიკნაზ მარკარიან

ერიკნაზ მარკარიანი აღიარეს წლის საუკეთესო ლიდერად ახალგაზრდებთან მუშაობის სფეროში.

ახალგაზრდული პროექტებისა და ინიციატივების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ერიკნაზ მარკარიანს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხრიდან სერტიფიკატი გადაეცა.

ეს აღიარება არა მხოლოდ ხაზს უსვამს მისი ძალისხმევის მნიშვნელობას, არამედ ხსნის ახალ შესაძლებლობებს მისთვის ამ მნიშვნელოვან სფეროში შემდგომი ზრდისა და წარმატების მისაღწევად.

მიუხედავად ამ მიღწევებისა, ერიკნაზის მომავალი და მისი პროექტები საფრთხის წინაშე დგანან, – საქართველოს პარლამენტმა “უცხოური გამჭირვალობის შესახებ” კანონი მიიღო და პრეზინდეტის ვეტოც კი დაძლია. პროექტი, რომელშიც ერიკნაზი იღებს მონაწილეობას, ფინანსდება USAID-ის მხრიდან, რაც ავტომატურ საფრთხეს უქმნის მის სამომავლო დაფინანსებასა და განვითარებას.

“პირველ რიგში მინდა აღვნიშნო: – ეს “რუსული კანონი” ძალიდ დიდ დაბრკოლებას შეგვიქმნის ჩვენ, სტუდენტებს, ვინც სწავლობს ევროპაში, ამერიკაში, ან უბრალოდ იღებს დაფინანსებას უცხოეთიდან. თუ ეს კანონი იმოქმედებს, ჩემი შრომა, მიღებული გამოცდილება, ძალისხმევა და სამომავლო განვითარება წყალში ჩაიწყება.”

ერიკნაზს, როგორც წლის ლიდერს, დიდი წვლილი შეაქვს სამხცე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარების საკითხებში. ის მუშაობს მათ განვითარებაზე სხვადასხვა სფეროში, მათ შორის გენდერულ და  რეპროდუქციულ საკითხებზე.

დაწვრილებით მოგვიყვება წლის საუკეთესო ლიდერი, ერიკნაზ მარკარიანი. 


წლის საუკეთსო ლიდერის კონკურსში მონაწილეობდა ბევრი ადამიანი, – ერიკნაზი მათ შორის საუკეთესო ლიდერად აღიარდა. მის წინაშე დაიდო 12 ამოცანა, რომლის შესრულებითაც ერიკნაზმა გამოაჩინა ლიდერის უნარები და დაჯილდოვდა წლის საუკეთესო ლიდერის სერტიფიკატით.

პროფესიით ერიკნაზი ინგლისური ენის ფილოლოგია, ის სამხცე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. პროფესიიდან გამომდინარე, მას უწევს ახალგაზრდებთან ხშირი კომუნიკაცია. მისივე თქმით, პრეფესიული უნარები ძალიან დაეხმარნენ წლის საუკეთესო ლიდერის წოდების მიღებაში.