ფოკაში ნინოობა აღნიშნეს

ფოკაში ნინოობა აღნიშნეს

1 – ივნისს, ზაფხულის პირველ დღეს,  საქართველოში იდღესასწაულება წმინდა ნინოს შემობრძანება.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში ნინოობაა განსაკუთრებით იზეიმეს. ფარავნის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე , ღია ცის ქვეშ სადღესასწაულო წირვა აღევლინა.  წმინდა ნინოს ჯვართან ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მორწმუნეები შეიკრიბა.ამ დღეს წირვა,  წმინდა ნინოს განვლილ გზაზე  მორწმუნეთა გასაცილებლად აღესრულება  .ყოველწლიურად, ზაფხულში, ახალგაზრდობის დიდი ჯგუფი საქართველოს განმანათლებლის, მოციქულთა სწორის კვალდაკვალ გზას მიჰყვება. მარშრუტი სრულად შეესაბამება იმ გზას, რომელიც წმინდანმა საქართველოსკენ გამოიარა.

დღესასწაულზე   სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული სასულიერო პირები და მრევლი იმყოფებოდა. ასევე სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენელი პირები  და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები .

წმინდა ნინოს დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1-ელ ივნისს – წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის და 27 იანვარს – მისი გარდაცვალების დღეს. წმინდა ნინოს ქართველთა განმანათლებლად და საქართველოს ციურ მფარველად მიიჩნევენ.